ერაყის პრემიერმინისტრის ჰაიდარ ალ-აბადის განცხადებით, ქვეყნის მეორე უდიდესი ქალაქი, რომელსაც ,,ისლამური სახელმწიფო,, 2 წლის განმავლობაში მართავდა, ამ ტერორისტული ორგანიზაციისაგან თავისუფალია.
მოსულში ჩასულმა ერაყის პრემიერმა მედიასთან განაცხადა, რომ 9 ივლისს ამ ქალაქში უკანასკნელი ბოევიკი გაუვნებელყვეს, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციას წარმოადგენდა.