ექსკლუზივი: უცნობი პირები ნინო ბურჯანაძის ბინის გაქურდვას ცდილობდნენ

ნინო ბურჯანაძე: მივიღე პირობა, რომ გამარტივდება ვიზები საქართველოს მოსახლეობისათვის

„თაიმერისთვის“ ექსკლუზიურუად ერთი საინტერესო ინფორმაცია ხდება ცნობილი, რომლის შესახებაც ოფიციალურ სტრუქტურებს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. შეიძლება, ეს დუმილი იმით ავხსნათ, ამ შემთხვევაში, დანაშული არ მომხდარა, ანუ ადგილი დანაშაულის მცდელობას ჰქონდა.
  „თაიმერის“  ინფორმაციით,  რამდენიმე დღის წინ, შუა თბილისში, კერძოდ, დოლიძის ქუჩაზე ქურდობის მცდელობას ჰქონდა ადგილი. უცნობი პირები პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის ბინაში შეღწევას ცდილობდნენ. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ამ მიზნით გატეხეს ფანჯარა, თუმცა დამნაშავეებმა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანეს, ანუ ბურჯანაძის ბინაში ვერ შეაღწიეს.
ჩვენი წყარო ვერ აკონკრეტებს, თუ რის გამო ჩაიშალა ქურდობის მცდელობა, თუმცა როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ამ ინციდენტის შესახებ ბურჯანაძის მთელმა სამეზობლომ იცის. აქვე, იმასაც გეტყვით, რომ ამ ბინაში, როგორც „თაიმერმა“ გაარკვია, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დიდი ხანია, აღარ ცხოვრობს.
იმის გასარკვევად, რეალურად ჰქონდა თუ არა ადგილი ბურჯანაძის ბინის გაქურდვის მცდელობას ადგილი, „თაიმერი“ შსს-ს პრესსამსახურს დაუკავშირდა. მათი განცხადებით  “გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე  19-177-ე მუხლით მიმდინარეობს . ადგილზე სამართალდამცველების მიახლოებისას დამნაშავემ მიმალვა შეძლო.ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, რეალურად აღკვეთილ იქნა ქურდობის ფაქტი”– განუცხადეს “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. მაღალჩინოსნებზე ინტერპოლით ძებნის გამოცხადებას ითხოვს
შემდეგი სტატიაირმა ნადირაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში პრეზიდენტის დებატები გაიმართოს