შალვა ნათელაშვილი ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. მაღალჩინოსნებზე ინტერპოლით ძებნის გამოცხადებას ითხოვს

რეფერენდუმის დღესთან დაკავშირებით ლეიბორისტების ლიდერმა პრესკონფერენცია გამართა. ის პროკურატურისგან მოითხოვს საქართველოს ტერიტორიების მითვისების ფაქტზე საქმის აღძვრას და ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. მაღალჩინოსნებზე ინტერპოლით ძებნის გამოცხადებას.

შალვა ნათელაშვილი პრეზიდენტ გამსახურდიას სიკვდილის ხელახალი გამოძიების საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, ქვეყნის პირველი პირის ლიკვიდაცია განხორციელდა.

„ამიტომ, მე მოვითხოვ სასწრაფოდ გენერალური პროკურორისგან აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ქართული ტერიტორიის მითვისების ფაქტებზე, ყველა იმ თანამდებობის პირის მიმართ, რომლებიც მოღვაწეობენ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაგარეო უწყება აშშ-ის სენატში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის წარდგენის ფაქტს ეხმაურება
შემდეგი სტატიაექსკლუზივი: უცნობი პირები ნინო ბურჯანაძის ბინის გაქურდვას ცდილობდნენ