EPP, სააკაშვილი, ბაქრაძე, კანდელაკი და სხვები… – ღარიბაშვილმა ყველა “ანტისახელმწიფოებრივ” ქმედებებში დაადანაშაულა

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის სახალხო პარტიას და ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ადანაშაულებს.

მისი თქმით, 2014 წელს, როდესაც საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მიღებაზე მიმდინარეობდა მუშაობდა, ენმ EPP-ს წარმომადგენლების მეშვეობით ცდილობდა ხელი შეეშალა.

“2012 წლიდან მოყოლებული, ჯერ კიდევ არჩევნები არ იყო დასრულებული, როცა ევროკავშირის სახალო პარტიის წარმომადგენლები აქ ჩამოდიოდნენ, ზედაპირულ დეზინფორმაციას ავრცელებდნენ, შემდეგ ჩადიოდნენ ევროკავშირში და ცრუ ინფორმაციებს ავრცელებდნენ, მათ შორის ქართლი ოცნების, მისი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის თაობაზე და ასე შემდეგ. ამის შემდგომაც, ჩვენ ვნახეთ, თუნდაც 2014 წელს, EPP, ნაცმოძრაობის დედა პარტია, ქოლგა პარტია, რომელიც არის მათი პარტნიორი, ისინი ტრადიციულად არიან სოლიდარული მათ მიმართ. არ აინტერესებთ რა ხდება, რამდენად მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი და აკეთებენ სუბიექტურ მიკერძოებულ განცხადებებს.

2014 წელს, როდესაც ჩვენი ქვეყანა მუშაობდა აქტიურად უვიზო რეჟიმის მიღებაზე, მაშინ ნაცმოძრაობის ლიდერები, დაწყებული სააკაშვილით, ბაქრაძე, კანდელაკი და სხვები აქტიურად მუშაობდნენ ამ ევროპარლამენტარების და EPP-ს წარმომადგენლების მეშვეობით, რომ საქართველოს რამენაირად არ მიეღო უვიზო რეჟიმი. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი მავნებლური პოლიტიკა.

შემდეგ არაერთი მცდელობა იყო და ბოლოს ჩვენ ვნახეთ სააკაშვილის და ამ სახალხო პარტიის წევრების ჩართულობით, იყო მცდელობა, რომ რამენაირად, გარკვეული ფინანსური სანქციები დაწესებულიყო. ეს რომ თავიდან აგვერიდებინა და სპეკულაციები დაგვესრულებინა ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული.” ამბობს ღარიბაშვილი.

banner
წინა სტატიაშისტიქიის შედეგად დაზიანებული ყურძენი ღვინის საწარმოებს 1300-მდე მევენახემ ჩააბარა
შემდეგი სტატიასაქართველო-კოსოვო – საფეხბურთო მატჩი ხვალ მაყურებლის გარეშე გაიმართება