საქართველო-კოსოვო – საფეხბურთო მატჩი ხვალ მაყურებლის გარეშე გაიმართება

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებით, ხვალ 2 სექტემბერს საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები კოსოვოსთან მატჩს მაყურებლის გარეშე გამართავს. მატჩი FIFA-ს ეგიდით ტარდება, გუნდები კი ერთმანეთს ბათუმში დაუპირისპირდებიან.

“საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს სერბეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მჭიდროდ თანამშრომლობს სერბეთის მთავრობასთან საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების საფუძველზე. შესაბამისად, ბათუმში გასამართი სპორტული ღონისძიება არანაირად არ უკავშირდება კოსოვოს მხარის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს რაიმე ფორმით აღიარებას და/ან ცნობას.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოცემული მატჩის ჩატარების ვალდებულებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას FIFA-ს წევრობა და მისი წესდება აკისრებს”, – წერია სამინისტროს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიEPP, სააკაშვილი, ბაქრაძე, კანდელაკი და სხვები… – ღარიბაშვილმა ყველა “ანტისახელმწიფოებრივ” ქმედებებში დაადანაშაულა
შემდეგი სტატიაპარტიებიდან რეკლამაში ყველაზე მეტი გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ დახარჯა