“ენერგეტიკის სექტორში, უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, 522 მლნ დოლარი შეადგინა”

ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, ენერგეტიკის სექტორში, უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, ბოლო 3 წლის განმავლობაში, დაახლოებით 522 მლნ დოლარი შეადგინა.

როგორც კალაძემ საინვესტიციო პროექტების შესახებ ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, ბოლო 3 წლის განმავლობაში, ენერგეტიკაში, ადგილობრივი ბანკების როლიც მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„ბოლო 3 წლის განმავლობაში, უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა ენერგეტიკის სექტორში, დაახლოებით 522 მლნ დოლარი შეადგინა. ჩვენ ინვესტიციების თვალსაზრისით მე-2 ადგილზე ვართ, თუმცა გვაქვს შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ. ბოლო 3 წლის განმავლობაში, ენერგეტიკაში ადგილობრივი ბანკების როლიც მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის შედეგადაც 130 მლნ დოლარზე მეტი ჩაიდო ენერგეტიკის მიმართულებით, საიდანაც 100 მილიონით 16 ჰიდროსადგურის პროექტი დაფინანსდა“,- განაცხადა ვივე-პრემიერმა.

banner
წინა სტატიაში,,ჩემს უსაფრთხოებაზე ხელისუფლება ჩემზე მეტად უნდა დარდობდეს “
შემდეგი სტატიაახალციხეში დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები გადაეცათ