,,ჩემს უსაფრთხოებაზე ხელისუფლება ჩემზე მეტად უნდა დარდობდეს “

ალეკო ელისაშვილი პოლიტპატიმრებს მიმართავს

საკრებულოს დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი, მიიჩნევს, რომ მის უსაფრთხოებაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს.

ამის შესახებ ელისაშვილმა დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრის, ირმა ნადირაშვილის, მოწმის სტატუსით დაკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ჩემზე მეტად უნდა დარდობდეს ხელისუფლება ჩემს უსაფრთხოებაზე, რომ ვიღაცამ ეს პოლიტიკური სპეკულაციებისთვის არ გამოიყენოს. მე არ მითქვამს, რომ ირმა ნადირაშვილი იტყუება. მე ეს არ ვიცი, იტყუება თუ არა. ახლა, როდესაც ძალიან ბევრი ცდილობს, რომ როგორღაც მიმაწებოს ნაციონალურ მოძრაობას, არანაირი ურთიერთობა მათთან არა მაქვს და ეს მეც მედიიდან მოვისმინე,“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსება 100%-მდე გაიზრდება
შემდეგი სტატია“ენერგეტიკის სექტორში, უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, 522 მლნ დოლარი შეადგინა”