„ენდიაის“ კვლევის თანახმად, გიორგი გახარიას საქმიანობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 46 პროცენტი

„ენდიაის“ კვლევის მიხედვით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას საქმიანობას ჯამურად დადებითად (ძალიან კარგად ან კარგად) აფასებს გამოკითხულთა 46 პროცენტი. პრემიერის საქმიანობას საშუალოდ აფასებს 32 პროცენტი, უარყოფითად (ცუდად და ძალიან ცუდად) აფასებს 17 პროცენტი. პრემიერ-მინისტრის საქმიანობის შეფასება, 2019 წლის ნოემბერთან შედარებით, გაზრდილია 21-დან 46 პროცენტამდე.

„ენდიაის“ ინფორმაციით, კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით, 2 053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარია ±1.1 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

banner
წინა სტატიაშიNDI: პარლამენტის საქმიანობას 34% ცუდად აფასებს, 15% – კარგად
შემდეგი სტატიაNDI: პრეზიდენტის მუშაობას ცუდად გამოკითხულთა 36% აფასებს, კარგად – 15%