NDI: პარლამენტის საქმიანობას 34% ცუდად აფასებს, 15% – კარგად

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 34% პარლამენტის საქმიანობას ცუდად აფასებს, 36% – საშუალოდ, 15% კი – კარგად.

პარლამენტის საქმიანობას ყველაზე ცუდად – 37%-ით თბილისში აფასებენ, ხოლო ყველაზე კარგად სოფლებში – 18%.

ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, პარლამენტის საქმიანობას, როგორც ყველაზე ცუდად, ასევე ყველაზე კარგად 55 წელს გადაცილებული ადამიანები აფასებენ 36%-ით და 17%-ით.

ოპოზიციის მხარდამჭერების 73% პარლამენტის საქმიანობას ცუდად აფასებს, ქართული ოცნების მხარდამჭერების 35% კი – კარგად.

banner
წინა სტატიაშიNDI: გამოკითხულთა 32% ცესკოს საქმიანობას უარყოფითად აფასებს, 24% კი – დადებითად
შემდეგი სტატია„ენდიაის“ კვლევის თანახმად, გიორგი გახარიას საქმიანობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 46 პროცენტი