ენას ძვალი არ აქვს, თავად გაერკვნენ – ჩუგოშვილი თანაგუნდელებისა და ყოფილი თანაგუნდელების დაპირისპირებაზე

ენას ძვალი არ აქვს, თავად გაერკვნენ – პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი, ეკა ბესელიას განცხადებების შეფასებისაგან თავს იკავებს, თუმცა ღია მხარდაჭერას საკუთარ თანაგუნდელებს არ უდასტურებს.

მისი თქმით, ყოფილი თანაგუნდელებისა და მმართველი პარტიის უმრავლესობის წევრთა ნაწილს შორის არსებულ დაპირისპირებაში არ ჩაერევა.

დღეს ეკა ბესელიამ ყოფილი თანაგუნდელების ნაწილი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, სოფო კილაძე და კიდევ რამდენიმე დეპუტატი, მის წინააღმდეგ დაწყებულ მორალურ ტერორში დაადანაშაულა.

მათიკაშვილმა ბესელიას განცხადების საპასუხოდ თქვა, რომ როგორი უზნეობაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაა, ისეთივე უზნეობაა ამ დანაშაულის ადამიანებისთვის დაბრალება.

მმართველი პარტიის კიდევ ერთმა ყოფილმა წევრმა კოლეგებს მოუწოდა, გენდერული საბჭოს წევრები ნუ იმალებიან და მათ ეკა ბესელიას მხარდამჭერი განცხადება გააკეთოს.

თამარ ჩუგოშვილმა დღეს ლევან გოგიჩაიშვილის ამ განცხადებასაც უპასუხა. ვიცე-სპიკერის თქმით, მას ლევან გოგიჩაიშვილის ვერ ასწავლის ქალთა უფლებების დაცვას.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში სერგეი ლავროვს შეხვდება
შემდეგი სტატიასოფო კილაძე აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტრო ქუჩაში მცხოვრები ბავშვების შესახებ კანონპროექტს ამზადებს