ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში სერგეი ლავროვს შეხვდება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე პირველ აპრილს მოსკოვში რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, სერგეი ლავროვს შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ავრცელებენ.

„შეხვედრის დროს მოლაპარაკებები რუსეთის და აფხაზეთის ორმხრივი ურთიერთობების მთავარ საკითხებზე შედგება. ასევე საუბარი შეეხება რესპუბლიკის საერთაშორისო პოზიციების გამყარებას“, – ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე პოლიტიკური ურთიერთქმედების გაუმჯობესებას.“

ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი 2-3 აპრილს არის დაგეგმილი.

banner
წინა სტატიაში„საქართველოს ბანკისა“ და „სილქნეტის“ მიერ ჩვენს ეკონომიკაში ახალი სახსრების მოზიდვა ნიშნავს, რომ საერთაშორისო ინვესტორების ნდობა საქართველოს მიმართ მაღალ დონეზეა-ბახტაძე
შემდეგი სტატიაენას ძვალი არ აქვს, თავად გაერკვნენ – ჩუგოშვილი თანაგუნდელებისა და ყოფილი თანაგუნდელების დაპირისპირებაზე