“ემპათია”- სამწუხაროდ, 1-თვიანი კურსი გორის ჰოსპიტალში ვერ ჩაითვლება ნეიროფსიქოლოგიური მიმართულებით ეფექტურად

გადაიყვანენ თუ არა ქვეყნის მესამე პრეზიდენტს სხვა დაწესებულებაში, სადაც შესაძლებელი იქნება მიხეილ სააკაშვილისთვის ეფექტური რეაბილიტაციის კურსის ჩატარება კვლავ უცნობია.

ალტერნატიული კომისიის ექიმები მიიჩნევენ, რომ პაციენტის რეაბილიტაცია გორის სამხედრო ჰოსპიტალში შეუძლებელია, რადგან იქ არც შესაფერისი გარემოა და არც კვალიფიციური ფსიქო-რეაბილიტოლოგი.

“სამწუხაროდ, 1-თვიანი კურსი გორის ჰოსპიტალში ვერ ჩაითვლება ნეიროფსიქოლოგიური მიმართულებით ეფექტურად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საჭიროა სპეციალურ ნეირორეაბილიტაციის კლინიკაში ნევროლოგიური მკურნალობისა და რეაბილიტაციის გავლა. თუკი ასეთი კლინიკა არ აღმოჩნდება საქართველოში, პაციენტის კონსტიტუციური უფლებაა, თავისი ჯანმრთელობისათვის მოიძიოს საუკეთესო შესაძლებლობები”,- ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძის განცხადებებს მესამე პრეზიდენტი განცხადებით ეხმაურება
შემდეგი სტატიაწალენჯიხის დემოკრატიის ჰაბში-პროექტის „რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაციით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისათვის“ (DRIVE Democracy) პრეზენტაცია გაიმართება