წალენჯიხის დემოკრატიის ჰაბში-პროექტის „რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაციით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისათვის“ (DRIVE Democracy) პრეზენტაცია გაიმართება

პროექტის „რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაციით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისათვის“ (DRIVE Democracy) პრეზენტაცია – გაიმართება 21 დეკემბერს, 15:00 საათზე, წალენჯიხის დემოკრატიის ჰაბში (მისამართი: 9 აპრილის ქუჩა, N8).

“DRIVE Democracy” დაფინანსებულია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ და ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) მიერ, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) პარტნიორობით. მისი მიზანია ამომრჩეველთა ინფორმირება და გაძლიერება. ასევე, ადგილობრივი პროექტების განხორციელების გზით, არჩეული თანამდებობის პირების ანგარიშვალდებულების გაზრდა.
შეხვედრაზე EECMD-ის წარმომადგენლები წარადგენენ და უპასუხებენ კითხვებს პროექტთან დაკავშირებით; მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას თუ რა არის DRIVE Democracy და რა შესაძლებლობებს იძლევა, ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება და როგორ ხდება მათი შერჩევა, რას ითვალისწინებს პროექტი და რა სახის აქტივობების განხორციელება იგეგმება DRIVE Democracy-ის ფარგლებში.

banner
წინა სტატიაში“ემპათია”- სამწუხაროდ, 1-თვიანი კურსი გორის ჰოსპიტალში ვერ ჩაითვლება ნეიროფსიქოლოგიური მიმართულებით ეფექტურად
შემდეგი სტატიასაქართველოს პრემიერ-მინისტრი სომეხ კოლეგას შეხვდა