ელისო კილაძე შვილის, დაკავების დროს გადაღებულ ფოტოებს ასაჯაროვებს

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 12, 2017 12:05

ელისო კილაძე შვილის, დაკავების დროს გადაღებულ ფოტოებს ასაჯაროვებს

ჟურნალისტი ელისო კილაძე შვილის, დავით ხარშილაძის დაკავების დროს გადაღებულ ფოტოებს ასაჯაროვებს და აცხადებს, რომ მას ოთხი ვიდეო მასალა აქვს, რომელსაც უახლოეს ხანებში გამოაქვეყნებს , კილაძის თქმით, ფოტოებსა და კადრებში ჩანს, რომ მისი შვილის დაკავების ოპერაციაში მონაწილეობას არა ორი ,არამედ 12 პოლიციელი და მათ შორის მაღალჩინოსნებიც იღებდნენ მონაწილეობას.

,,მეგობრებო,ხელთ მაქვს ჩემი შვილის დაკავების ადგილას გადაღებული ოთხი ფირი !!!! ფირზე მკაფიოდ ჩანს რომ დავით ხარშილაძის დაკავებაში მონაწილეობდა არა ორი,არამედ 12 პოლიციელი,მათ შორის შს სამინისტროს მაღალჩინოსანი(მანქანა კადრში).ადგილზე იმყოფება სამოქალაქო პირი,რომელიც ითხოვს ჩხრეკაზე დასწრებას,მაგრამ უშედეგოდ !!!! ყველა ფირი უახლოეს საათებში გასაჯაროვდება ! ბატონო შს მინისტრო,კომედია დასრულებულია !!! მოკიდეთ ფირზე ასახულ სპექტაკლის მონაწილე პოლიციელებს ხელი და”მატროსოვისკენ” ნაბიჯით იართ !!!! p.s.ჩემმა ბიჭმა უკვე იცის რომ დედამ შეუძლებელი შეძლო !!!”- წერს კილაძე ,,ფეისბუქზე”.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 12, 2017 12:05

Google სტატისტიკა


3,363
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics