ე.წ. ჭიაკოკონობაზე ნებისმიერი ტიპის ნარჩენების ღია წესით დაწვა 200-დან 500 ლარამდე დაჯარიმდება

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მოსახლეობას მიმართავს, ე.წ. ჭიაკოკონობასთან დაკავშირებით, საბურავები და პლასტიკური მასალები არ დაწვან.

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ე.წ. ჭიაკოკონობა ტრადიციულად, აღდგომის წინა ოთხშაბათს იმართება.

„კოცონის დასანთებად ავტომობილების საბურავებს და პლასტიკურ მასალებს იყენებენ, შედეგად გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კარცეროგენული ნივთიერებები და აირები გამოიყოფა. საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ამ რიტუალში. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მოსახლეობას მიმართავს, არ დაწვან საბურავები და პლასტიკური მასალები“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების განმარტებით, ნებისმიერი ტიპის ნარჩენების ღია წესით დაწვა აკრძალულია და 200-დან 500 ლარამდე დაჯარიმებას გამოიწვევს.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აღნიშნულ ქმედებაზე მკაცრ კონტროლს დააწესებს და ყველა დამრღვევის მიმართ კანონმდებლობით დადგენილ ზომებს გაატარებს“, – აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.

banner
წინა სტატიაშისტრასბურგის სასამართლოზე ზეწოლის მცდელობა პრეზიდენტსაც ჰქონდა-კობახიძე
შემდეგი სტატიაელისო კილაძე შვილის, დაკავების დროს გადაღებულ ფოტოებს ასაჯაროვებს