ელისო ბოლქვაძეს იუნესკოს მშვიდობის ელჩის მანდატი მეორედ მიენიჭა

იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა ოდრე აზულემ, ცნობილ ქართველ პიანისტს საერთაშორისო და სახელმწიფო პრემიების ლაურეატს, ელისო ბოლქვაძეს, მშვიდობის ელჩის მანდატი მეორედ მიანიჭა კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის და იუნესკოს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერისთვის.

მოცემული სტატუსი ელისო ბოლქვაძეს მიენიჭა 2015 წლის 22 იანვარს პარიზში და გახდა ამ პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი- პირველი ხელოვანი საქართველოდან.

იუნესკოს საპატიო ტიტულს ფლობს მსოფლიოში გამოჩენილი 55-მდე ხელოვანი.

მათ შორის არიან სელინ დიონი, ანჯელინა ჯოლი, მეჰრიბან ალიევა, მარკუს მილერი, შირლი ბეისი, ვლადიმერ სპივაკოვი, ხუაკინ კორტესი, ჟორდი სავალი, პლასიდო დომინგო და სხვა.

ელისო ბოლქვაძის შემოქმედება და საქველმოქმედო მოღვაწეობა აღიარებულია საერთაშორისო მასშტაბით.მან არაერთხელ მიიღო მონაწილეობა სამშვიდობო მისიებში და გაეროს საერთაშორისო ღონისძიებებში.

გამოჩენილმა პიანისტმა საქართველოში დააარსა ფონდი « ლირა », რომლის მთავარი მიზანია ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა და მათი ხელშეწყობა.

მან ასევე 2013 დააფუძნა « ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების და მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი »,რომელიც მნიშვნელოვან კულტურულ პლატფორმად იქცა ქართული ხელოვნების პოპულარიაზაციისა და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის მხარდასაჭერად.

ელისო ბოლქვაძეს 2016 წელს მიენიჭა საფრანგეთის ლეგიონის კავალერის ორდენი ხელოვნების სფეროში საფრანგეთის სახელწიფოს მიერ .

ვირუსის ბლოკატორები