თარხნიშვილი: ვერ ვიტყოდი, რომ ოპოზიციის რეიტინგი შემცირებულია

„მე ვერ ვიტყოდი, რომ ოპოზიციის რეიტინგი არის შემცირებული. უბრალოდ ძალიან დიდი პროპორციაა ადამიანების, რომლებიც შეკითხვას არ პასუხობენ და ეს გასაგებიცაა, ისედაც საეჭვო ვითარებაა. ამას პლუს ემატება სატელეფონო გამოკითხვა, როდესაც უბრალოდ იზრდება გამოპასუხების პროცენტული რაოდენობა. ზოგადად, ეს პრობლემა არის „ენდიაის“ კვლევების პრობლემა, რასაც ჩამტარებლებიც აღიარებენ. ამ შემთხვევაში პარტიების რეიტინგზე ლაპარაკი ცოტათი უხერხულია. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ სხვა საკითხებზე, როგორებიცაა ქვეყნის მიმართულება, დემოკრატია და ხალხის ზოგადი განწყობები“, – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

„ენდიაის“ კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 31 პროცენტი მიიჩნევს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას, ხუთი პროცენტი „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს, 25 პროცენტი კი არც ერთ პარტიას.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ჩიქოვანი: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშში მითითებულია, რომ არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში
შემდეგი სტატიაელისო ბოლქვაძეს იუნესკოს მშვიდობის ელჩის მანდატი მეორედ მიენიჭა