ელენე ხოშტარია : მოვუწოდებ თავდაცვის სამინისტროს არ დაუშვან საქართველოს ინტერესების შელახვა

ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის არ დასწრებას საგანგაშო ფაქტს უწოდებენ ნაციონალურ მოძრაობაში. ელენე ხოშტარიას განცხადებით, ეს არის საგარეო პოლიტიკური სიგნალი ხელისუფლების მხრიდან, რომელიც საფრთხეებს შეიცავს.

პარტიაში ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ დაუშვას საქართველოს ინტერესების შელახვა.

“ამ ფონზე, როდესაც ფაქტიურად საქართველოს უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღებოდა, ამ შეხვედრას, ამ მოვლენას არ ესწრებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი. ეს არის ძალიან საგანგაშო სიგნალი. მოვუწოდებ თავდაცვის სამინისტროს და მთლიანად ხელისუფლებას, არ დაუშვან საქართველოს ინტერესების შელახვა და ძალიან აქტიურად ჩაერთონ ამ პროექტის განხორციელებაში,“ – განაცხადა ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიშალვა ხუციშვილი :ახალციხეში მომხდარი ინციდენტის გამოძიებას განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ
შემდეგი სტატიაბახტრიონზე მომხდარი დაჭრა გახსნილია – შს მინისტრი