ელენე ხოშტარია და ხათუნა გოგორიშვილი, დაცვის წინააღმდეგობის მიუხედავად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში შევიდნენ

„ევროპული საქართველოს“ წევრები ელენე ხოშტარია და ხათუნა გოგორიშვილი, დაცვის წინააღმდეგობის მიუხედავად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში შევიდნენ.

გოგორიშვილისა და ხოშტარიას განცხადებით, მათ დღეს, 13:00 საათზე ცესკო-ს თავმჯდომარესთან, თამარ ჟვანიასთან შეხვედრა ჰქონდათ დაგეგმილი, თუმცა ცესკო-ს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ თამარ ჟვანიას დღეს „ევროპული საქართველოს“ წევრებთან შეხვედრა არ ჰქონია დანიშნული.

ცესკო-ს დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა ელენე ხოშტარიას და ხათუნა გოგორიშვილს განუმარტა, რომ შესაბამისი საშვის გარეშე შენობაში შესვლა აკრძალული იყო, თუმცა მათ დაცვას ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს და შენობაში შესვლა მოახერხეს.

banner
წინა სტატიაშიცესკო თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს მიმართავს იაქტიურონ და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება
შემდეგი სტატიაანზორ ბიწაძე კვლევებზე: „SURVATION“ არის კომპანია, რომელმაც შოტლანდიის რეფერენდუმის შედეგებს 16%-ით ააცილა რეალობას“