ანზორ ბიწაძე კვლევებზე: „SURVATION“ არის კომპანია, რომელმაც შოტლანდიის რეფერენდუმის შედეგებს 16%-ით ააცილა რეალობას“

„კომპანია, რომელსაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ყოველდღე „ავტორიტეულ კომპანიად“ ასახლებს, ბევრჯერ გამხდარა ცინიზმისა და კრიტიკის საგანი.“ – ასე გამოეხმაურა „ერთიანი საქართველოს“ ერთერთი ლიდერი ანზორ ბიწაძე ,,SURVATION“ -ის ბოლო კვლევას , რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ გაასაჯაროვა.
„ეს ის კოპმპანიაა, შოტლანდიის რეფერენდუმის შედეგები ჯერ 16%-ით ააცილა რეალობას, შემდეგ კი თავადვე გააქრო ეს შედეგები საკუთარი ვებ-გვერდიდან.
დანგრეულ ეკონომიკას და პანდემიით დატანჯულ მოსახლეობას, ირაკლი კობახიძის გამოგონილი და დაწერილი კვლევები არაფერში არ სჭირდება და უფრო მეტიც, არავის სჯერა. ამ უაზრობის ტირაჟირებისათვის , ირაკლი კობახიძეს თავად ბიძინა ივანიშვილი ძალიან მწარედ დასჯის შაბათ საღამოს, როდესაც არჩევნების შედეგებს იხილავს“. – განაცხადა „ერთიანი საქართველოს“ ერთერთმა ლიდერმა ანზორ ბიწაძემ.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია და ხათუნა გოგორიშვილი, დაცვის წინააღმდეგობის მიუხედავად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში შევიდნენ
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია ფოთის საზღვაო აკადემიის გახსნაზე – 7 თვის წინ, აქ იყო ჩვეულებრივი ნანგრევები და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ზუსტად 7 თვეში აქ შესაძლებელი იქნებოდა სასწავლო პროცესის დაწყება