ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ხვალ გახდება ცნობილი, შეწყვეტენ თუ არა კერძო ბაღები სააღმზრდელო პროცესს

კერძო საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო რეკომენდაციას მოამზადებს. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრს კითხვა დაუსვეს, რომ ზოგიერთ კერძო ბაღში სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა და ამასთან დაკავშირებით იგეგმება თუ არა რაიმე ღონისძიებები.

მისი თქმით, განათლების სამინისტროს აქვს მუდმივი კომუნიკაცია ყველა სეგმენტთან.

„ვითვალისწინებთ მშობლების აღელვებს იმასთან დაკავშირებით, როგორ შეძლებენ ისინი მუშაობას. ჯანდაცვისა და განათლების სამინისტრო ვმუშაობთ და დამატებითი ღონისძიებები განხორციელდება. ხვალ გვექნება ამაზე უფრო დეტალური კომუნიკაცია პრემიერის ხელმძღვანელობით და გავაკეთებთ განაცხადს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევა რუსეთში
შემდეგი სტატიასოფელ ბერშუეთთან ოკუპანტებმა ქალბატონი დააკავეს