ეკატერინე ტიკარაძე : საქართველო და აშშ თანმიმდევრულად თანამშრომლობენ ვირუსის გამოწვევებთან გამკლავების მიზნით

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობას.

„პირველივე დღიდან, მას შემდეგ, რაც დაფიქსირდა კორონავირუსის პანდემიის რისკები, საქართველო და აშშ თანმიმდევრულად თანამშრომლობენ ვირუსის გამოწვევებთან გამკლავების მიზნით. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მადლობა მინდა გადავუხადო „დიტრა“-საც, რომელიც მონაწილეობდა დღევანდელ ღონისძიებაში და ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ექსპო-ჯორჯიას“, რომელმაც ორი თვის განმავლობაში უფასოდ დაგვითმო სასაწყობე ფართი, სადაც განთავსებულია ჯანდაცვის სამინისტროს პირადი დაცვის საშუალებები. აღნიშნულ ნივთებს ჩვენ ეტაპობრივად გავცემთ ჩვენს ექიმებზე, რომლებიც წინა ხაზზე იბრძვიან კოვიდინფექციის დამარცხებისთვის“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ჯანდაცვის სამინისტროს „პისიარ“ ტესტის ორი აპარატი და 4 000 ტესტი გადასცა. ცერემონიას აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი დაესწრო. ამერიკული მხარის განცხადებით, დამატებითი აპარატები გაზრდის ტესტების გამტარუნარიანობას, რათა შესაძლებელი იქნება უფრო მეტი ნიმუშის ერთდროულად გატესტვა.

banner
წინა სტატიაშისერგო რატიანი: აბიტურიენტებმა ეროვნული გამოცდები ერთ კომბინირებულ გამოცდად უნდა ჩააბარონ
შემდეგი სტატიასაქართველოში აშშ-ის საელჩომ ჯანდაცვის სამინისტროს „პისიარ“ ტესტის ორი აპარატი და 4000 ტესტი გადასცა