ეკა მიშველაძე: ყველაფერი უნდა გაკეთდეს სახელმწიფოს მხრიდან, რომ აგრესიას და ძალადობას გაეცეს შესაბამისი პასუხი

news
ავტ.: news სექტემბერი 27, 2016 15:03

ეკა მიშველაძე: ყველაფერი უნდა გაკეთდეს სახელმწიფოს მხრიდან, რომ აგრესიას და ძალადობას გაეცეს შესაბამისი პასუხი

ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია და ეს არაერთხელ გვითქვამს, რომ 2016 წლის საპარალამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სამართლიან, მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქარტველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ განაცხადა.

„პრეზიდენტის აზრით, ნებისმიერ პოლიტიკურ გაერთიანებაში შესაძლოა, იყვნენ აგრესიისკენ მიდრეკილი ადამიანები, რომლებსაც საარჩევნო პროცესი უფრო დესტრუქციული ფორმით წარმოუდგენიათ. თუმცა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, პირველ რიგში, სახელმწიფოს მხრიდან, რომ აგრესიას და ძალადობას გაეცეს შესაბამისი პასუხი, საარჩევნო პროცესი წარიმართოს მშვიდ და სამართლებრივ ჩარჩოებში“,-აღნიშნა მიშველაძემ.

მისივე თქმით, არჩევნებამდე დარჩენილ მოკლე დროში არ შეიძლება, საარჩევნო კამპანიის მთავარი ღერძი იყოს გაუთავებელი საუბარი დესტაბილიზაციის საფრთხეზე.

„არ შეიძლება, პოლიტიკოსები დებატებზე მხოლოდ ურთიერთბრალდებების ენით საუბრობდნენ. ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაუსვან და პასუხი გასცენ სამართალდამცავმა უწყებებმა. პოლიტიკურმა პარტიებმა და პოლიტიკოსებმა კი, ამომრჩეველს უნდა გააცნონ საარჩევნო პროგრამები და საკუთარი ხედვები. ამომრჩეველს უნდა მიეცეს საშუალება, 8 ოქტომბერს მშვიდ ვითარებაში გააკეთოს საკუთარი არჩევანი“,-განაცხადა ეკა მიშველაძემ.

news
ავტ.: news სექტემბერი 27, 2016 15:03

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,892
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics