საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლეები ფიცს 2 ოქტომბერს დადებენ

საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტისა და უზენაესი სასამართლოს მიერ დანიშნული მოსამართლეების ფიცის დადების ცერემონია 2 ოქტომბერს გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარველაშვილი დაესწრება.

ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ განახცადა.

„პრეზიდენტს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ სასამართლოს სისტემის გამართულად მუშაობა არის ქვეყნის დემოკრატიულობის საფუძველი. პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გამოთქვამს იმედს, რომ ახალი მოსამართლეების დანიშვნა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ ნდობის აღდგენას შეუწყობს ხელს“,-აღნიშნა ეკა მიშველაძემ.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე ჯეჯელავა: პროფესიული განათლების პრობლემის მოგვარება მოაგვარებს უმაღლეს განათლებაში შექმნილ პრობლემას
შემდეგი სტატიაეკა მიშველაძე: ყველაფერი უნდა გაკეთდეს სახელმწიფოს მხრიდან, რომ აგრესიას და ძალადობას გაეცეს შესაბამისი პასუხი