ეკა ხერხეულიძე თავდაცვის მინისტრს – გასაგებია, რომ ბრძოლაში არ იღებთ მონაწილეობას, მაგრამ გმირულად დაღუპული ჯარისკაცებისთვის პატივის მიგება, რატომ არ არის თქვენი პასუხისმგებლობა?

იცით, რომ საქართველოს მოქალაქეები დაიღუპნენ უკრაინის დაცვის ბრძოლაში. ამ ადამიანების ჩამოსვენების დროს, თავდაცვის სამინისტრო, ანუ თქვენ, რატომ არ ხართ წარმოდგენილი? გასაგებია, რომ ბრძოლაში არ იღებთ მონაწილეობას, მაგრამ გმირულად დაღუპული ჯარისკაცებისთვის პატივის მიგება, რატომ არ არის თქვენი პასუხისმგებლობა, მაინტერესებს, – ამ შეკითხვით მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს, რომელსაც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

ამასთან დეპუტატმა კიდევ ერთი შეკითხვით მიმართა მინისტრს იმის შესახებ, თუ რატომ ვერ კრძალავს ქვეყანა ძმათა სასაფლაოზე ქართველ გმირებს?!

„როდესაც თქვენ, სიამაყით საუბრობთ „დელტაზე“, რა თქმა უნდა, ყველა ქართველისთვის ეს საამაყოა, მართლა ბრენდია, მაგრამ მე მაინტერესებს, იცით თუ არა, რომ ამ ბრენდის შემქმნელები სამშობლოში ვერ ბრუნდებიან და არიან ძებნილები? მე, მათ საქართველოს ფარგლებს გარეთ ვხვდები ხოლმე და თქვენ თუ გაქვთ რაიმე კომუნიკაცია და თუ იცით, რა საქმესთან დაკავშირებით არიან ისინი ძებნილები? ეს ღიმილისმომგვრელი არ არის, ღიმილისმომგვრელი მდგომარეობაა, ბატონო ჯუანშერ, ამაყობთ იმით, რასაც დევნით“, – მიმართა ეკა ხერხეულიძემ თავდაცვის მინისტრს.

banner
წინა სტატიაშიჩემი საქართველოდან გატაცება და აზერბაიჯანში ექსტრადირება ივანიშვილის დავალებით განხორციელდა – მუხთარლი
შემდეგი სტატიადეკლარაციაში რომ ჩაწერეთ, 62 ათასი ლარი გაქვთ შემოსავალი და სესხით გასავალი 55 ათასი ლარი, 300-400 ლარად ცხოვრობთ? – ეჭვი მაქვს მინიმუმ 1200 ლარიანი პიჯაკი გაცვიათ – ხაბეიშვილი