ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერის საქმე -“Ipone 5”, რომელიც კადრებში ჩანს, 2012 წლის ბოლოს გამოვიდა

გარემოება, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების ისტორიას თავდაყირა აყენებს.
“ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველი ერთ-ერთი ვიდეოდან „კვირის აქცენტებმა“ ყურადღება ერთ კონკრეტულ კადრზე გაამახვილა.

ეს ფოტო ვიდეომასალიდან სავარაუდოდ ამტკიცებს, რომ ჩანაწერის გაკეთება 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებამდე და ხელისუფლების შეცვლამდე ვერ მოხდებოდა.

კადრში ჩანს მობილური ტელეფონი “Ipone 5”, რომლის პრეზენტაცია კალიფორნიაში 2012 წლის 12 სექტემბერს შედგა, გაყიდვაში კი მხოლოდ 21 სექტემბრიდან გამოვიდა, ისიც შეერთებული შტატების ბაზარზე და არა საქართველოში.

წყარო: რუსთავი 2

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე-ბიძინა ივანიშვილმა დააფიქსირა პოზიცია, რომ მსჯელობა უნდა დაიწყოს მოსამართლეთა უვადოდ განმწესების საკითხთან დაკავშირებით
შემდეგი სტატია“ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან ფარულ ჩანაწერებზე აპელირება და რეალურად მცდელობა გადააბრალოს ოპოზიციას, არის ფარისევლობა” – დეკანოიძე