ირაკლი კობახიძე-ბიძინა ივანიშვილმა დააფიქსირა პოზიცია, რომ მსჯელობა უნდა დაიწყოს მოსამართლეთა უვადოდ განმწესების საკითხთან დაკავშირებით

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა უმრავლესობის სხდომაზე დააფიქსირა პოზიცია, რომ მოსამართლეთა უვადოდ განმწესების საკითხთან დაკავშირებით, მსჯელობა უნდა დაიწყოს.

„დაისვა ეს საკითხი სხდომაზე. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ მსჯელობა უნდა დაიწყოს ამასთან დაკავშირებით. შესაბამისად, შედგება მსჯელობა და საბოლოოდ, მივიღებთ, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას უმრავლესობის ფორმატში”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე-თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, მას რეფორმირებული პენიტენციური სისტემა დახვდება
შემდეგი სტატიაეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერის საქმე -“Ipone 5”, რომელიც კადრებში ჩანს, 2012 წლის ბოლოს გამოვიდა