ედუარდ შევარდნაძის პირადი არქივი ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში გამოიფინება

25 იანვარს ედუარდ შევარდნაძეს 91 წელი შეუსრულდებოდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი მასპინძლობს ფოტოგამოფენას სახელწოდებით – „რკინის ფარდიდან აბრეშუმის გზამდე“.

26 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით ფოტოგამოფენაზე მისვლა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

მუზეუმის საგამოფენო სივრცეში ექსპოზიცია დაეთმობა ედუარდ შევარდნაძის პირად არქივში დაცულ, 1950-2000-იანი წლების ფოტოებს. გამოფენა არა მხოლოდ ერთი ადამიანის, პრეზიდენტის, პოლიტიკოსის ცხოვრებას და მოღვაწეობას ასახავს, არამედ უახლესი ისტორიაა უმნიშვნელოვანესი მოვლენებით.

ამასთანავე, წარმოდგენილი იქნება ნანული შევარდნაძის მიერ 20 წლის წინ დაგეგმილი გამოფენისთვის განკუთვნილი ფოტოები, რომელიც მეუღლეს – ედუარდ შევარდნაძეს ეძღვნებოდა.

ასევე, გამოფენის გახსნაზე საზოგადოება გაეცნობა კიდევ ერთ ახალ გამოცემას – „რკინის ფარდიდან აბრეშუმის გზამდე“, რომელიც ნანა ზურაბიშვილმა შეადგინა. 20 წუთიანი ფილმის სცენარისთვის ჩაფიქრებული ტექსტი, საბოლოოდ, მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების ამსახველ 100 გვერდიან ნაშრომად იქცა, რომელიც ედუარდ შევარდნაძის ცხოვრებას და მოღვაწეობას ასახავს.

banner
წინა სტატიაში,,სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის საკითხზე გამოვიყენებთ სამართლებრივ ბერკეტებს ისე, რომ არავის ინტერესი დაირღვეს”
შემდეგი სტატიაინტერნეტში რუსული საიდუმლო მძიმე უპილოტოს ფოტოები გამოქვეყნდა