Edison Research-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 20% ბიძინა იანიშვილის პოლიტიკაში ყოფნას ძალიან ნეგატიურად აფასებს

გავლენიანმა კვლევითმა ორგანიზაციამ Edison Research-მა მოსახლეობა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებითაც გამოკითხა. კვლევა ამერიკულმა ორგანიზაციამ „რუსთავი 2″-ის დაკვეთით ჩაატარა.

გამოკითხულთა 30% ქართულ პოლიტიკაში ყოფილი პრემიერის როლს ნეგატიურად აფასებს, ხოლო 20% კი ძალიან ნეგატიურად. პოზიტიურად მას მხოლოდ 10%, ძალიან პოზიტიურად კი – 3% აფასებს.

კითხვაზე, როგორ შეაფასებდით ბიძინა ივანიშვილის როლს ქართულ პოლიტიკაში, შედეგები დეტალურად ასე გადანაწილდა:

ძალიან ნეგატიური 20%;

ნეგატიური 30%;

ნეიტრალური 23%;

პოზიტიური 10%;

ძალიან პოზიტიური 3%;

არ ვიცი არა ვპასუხობ 14%.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩუგოშვილი : საერთაშორისო დამკვირვებლებს არჩევნებზე ყოველთვის მივესალმებით
შემდეგი სტატიაგიორგი კანდელაკი : რუმინელი კომუნისტები, თუნდაც ყოფილები, ვერ გადაწყვეტენ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს