თამარ ჩუგოშვილი : საერთაშორისო დამკვირვებლებს არჩევნებზე ყოველთვის მივესალმებით

საერთაშორისო დამკვირვებლებს არჩევნებზე ყოველთვის მივესალმებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი აცხადებს. მისი განცხადებით, მათ საქართველოს მთავრობა იწვევს.

„ყველა საერთაშორისო დამკვირვებელი საქართველოში მოწვეულია საქართველოს მთავრობის მიერ. საქართველოს მთავრობა იწვევს მათ დამკვირვებლებად. ჩვენ ყოველთვის მივესალმებით არჩევნებზე მათ დაკვირვებას. ამ არჩევნებზე რეკორდული ციფრი იყო დამკვირვებლების. ნაწილი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და ნაწილი ადგილობრივი. ამ ტურზეც მივესალმებით საერთაშორისო დამკვირვებლების ყოფნას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ საკუთარი თვალით ნახონ, რომ ქვეყანა მაქსიმალურად ცდილობს კონკურენტული საარჩევნო გარემო შექმნას. შეიქმნას გარემო თავისუფალი ძალადობისგან, თავისუფალი ნებისმიერი დაპირისპირებისგან, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, წყნარად და მშვიდად გააკეთონ არჩევანი საარჩევნო ყუთებთან. დაკვირვების შედეგები ძალიან პოზიტიურადაა შეფასებული საერთო ჯამში. ეს გვესმოდა ყველასგან, ვისაც ვესაუბრეთ და მივესალმებით მეორე ტურში მათ ჩამოსვლას“, – აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილი : ქალი კანდიდატები მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც ხშირად ხდებიან უფრო უხამსი გამონათქვამების მსხვერპლი, ვიდრე მამაკაცები
შემდეგი სტატიაEdison Research-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 20% ბიძინა იანიშვილის პოლიტიკაში ყოფნას ძალიან ნეგატიურად აფასებს