ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე გაათავისუფლეს

ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ მისი ძმა თორნიკე მამალაძე ავრცელებს.

“7-წლიანი ტანჯვისა და ლოდინის შემდეგ ჩემი ძმა დეკანოზი გიორგი თავისუფალია”, – წერს თორნიკე მამალაძე.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ე.წ. ციანიდის საქმეზე. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. დეკანოზი დანაშაულის ჩადენას უარყოფდა.

banner
წინა სტატიაშისაპატრიარქო სინოდალური კომისიის სხდომის დასკვნას ავრცელებს
შემდეგი სტატია„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – საარჩევნო კანონმდებლობაში საპარლამენტო უმრავლესობის ცვლილებები წინააღმდეგობაშია ევროკომისიის მოთხოვნებთან