ძლიერმა სეტყვამ გორის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფელი დააზარალა

ძლიერმა სეტყვამ გორის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფელი დააზარალა. განსაკუთრებული ზიანი სოფელ ხიდისთავს მიადგა, სადაც ადგილობრივების განცხადებით, სეტყვა თითქმის 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა

“აღარ ვიცით უკვე რა გავაკეთოთ. თვეში ერთხელ მაინც გვესეტყვება ბაღები და ვენახები. აზრი აღარ აქვს უკვე მიწაზე მუშაობას. 20 წუთი რომ სეტყვა იქნება, რამე მცენარე გადარჩება? სულ ძირს ყრია ნაყოფი. დაზღვეულიც არა მაქვს ბაღი. ალბათ ხიდისთაველების 99% ჩემ დღეშია”- განაცხადა ხიდისთავის მკვიდრმა ლევან დვალიშვილმა.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები სიტუაციას ადგილზე ეცნობიან.

banner
წინა სტატიაშილონდონი ლიბიაში მეორე ხომალდს გაუშვებს
შემდეგი სტატიათურქეთის საგარეო უწყება: აშშ “ორმაგ სტანდარტებს იყენებს და თვალთმაქცია”