ძიუდოს ფედერაციის ყრილობაზე ცოტა ხნის წინ ვითარება დაიძაბა. სასტუმრო “ბილტმორში” დავით ქევხიშვილთან დაპირისპირებული სპორტსმენები მივიდნენ, რომლებიც სრული შემადგენლობით ითხოვდნენ ყრილობაზე შესვლას. ფედერაციის პრეზიდენტი კი ყრილობაზე სპორტსმენების 2-3-კაციანი ჯგუფის შესვლას ითხოვდა.
თავდაპირველად ყრილობის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, დარბაზში შევიდა 8-კაციანი ჯგუფი, თუმცა შემდგომ მათი რაოდენობა კიდევ გაიზარდა და თითქმის სრულად შეუშვეს ყველა. ყრილობა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. დარბაზთან მობილიზებულია კერძო დაცვის სამსახურის “ალგანის” თანამშრომლები.