მე ვიცავ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის სტატუსს – დავით ქევხიშვილი

ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა რამდენიმე წუთში დაიწყება. 49 დელეგატიდან 43-მა რეგისტრაცია უკვე გაიარა, შესაბამისად, კვორუმი შედგა.

გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები, ჟურნალისტებსაც არ ეძლევათ შენობაში შესვლის შესაძლებლობა, რათა ყრილობისთვის მზადება გადაიღონ.

ყრილობის გამართვამდე კომენტარი დავით ქევხიშვილმა გააკეთა და განაცხადა, რომ ყრილობის ფორმატში მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს უპასუხებს.

„დღევანდელი შეკრების მიზანია, რომ პირველ რიგში, ძიუდოს ოჯახმა ამ ფორმატში განიხილოს ყველა ის პრობლემა, რომელიც წარმოიშვა, ის საკითხები, ის ბრალდებები, რომელიც ჩემს მიმართ ისმის. მათ შეუძლიათ, მობრძანდნენ და ამასთან დაკავშირებით განაცხადონ, რაზეც მე ამ ფორმატში პასუხს გავცემ. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ მე ჩემს, როგორც დავით ქევხიშვილის პრეზიდენტის პოსტს ვიცავ, არამედ მე ვიცავ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის სტატუსს, იქიდან გამომდინარე, რომ არ შეიძლება ერთი ხელის აღებით, როდესაც მოუნდება რამდენიმე სპორტსმენს, დაიძახოს და გადააყენოს ან გადმოაყენოს, ეს მომავალ თაობებსაც შეეხება,“- განაცხადა ქევხიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისასამართლოში ნარკორეალიზატორობის ბრალდებით დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაძიუდოს ფედერაციის ყრილობაზე სიტუაცია დაიძაბა