ძალიან წუხს იმ პერიპეტიების გამო, რომელიც ახლა მიმდინარეობს ევროპაში საქართველოსთან დაკავშირებით – შოთა თუთბერიძემ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

“ძალიან წუხს იმ პერიპეტიების გამო, რომელიც ახლა მიმდინარეობს ევროპაში საქართველოსთან დაკავშირებით” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

სააკაშვილთან შეხვედრა, ბუნებრივია, შეეხებოდა სასამართლოს მიმდინარეობას და მას გავაცანი სიახლეები, მათ შორის დღევანდელ პროცესთან დაკავშირებითაც. ამასთან, ის ძალიან წუხს იმ პერიპეტიების გამო, რომელიც ახლა მიმდინარეობს ევროპაში, საქართველოსთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ამ ძალიან დიდი ზიანის გამოსწორებას, რომელიც მიადგა საქართველოს, სჭირდება მუხლჩაუხრელი შრომა და სჭირდება ჩვენი ევროპელი მეგობრების არა ლანძღვა და კრიტიკა, არამედ იმ ნაკლების და პრობლემების აღმოფხვრა, რომელზეც ჩვენი ევროპელი პარტნიორები მიგვითითებენ… ევროპა თვალდახუჭული ბუნებრივია არ იქნება და ვერ იქნება საქართველოს მიმართ. ეს არ არის ევროპული ღირებულება. ამიტომ ცხადია, იყო სრულიად მოსალოდნელი ის, რაც მოხდა. ახლა მთავარია საქართველომ როგორც სახელმწიფომ რაც შეიძლება ნაკლები ფასი გადაიხადოს იმ ძალიან მძიმე დარღვევებისთვის, რომელიც საქართველოს მთავრობამ ჩაიდინა, – ამბობს თუთბერიძე.

banner
წინა სტატიაშიწლის ბოლომდე უკვე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს – ბურჭულაძე
შემდეგი სტატიაგამორიცხულია, 400-500 ლარად ცხოვრობდეთ, ეჭვი მაქვს მინიმუმ 1200 ლარიანი პიჯაკი გაცვიათ – ხაბეიშვილი ბურჭულაძეს