“ძალიან სერიოზული კონტრარგუმენტები” – ეკა ბესელია პრეზიდენტის ვეტოს აკრიტიკებს

ის მოსაზრებები, რაც არის გამოთქმული არის ძალიან სერიოზული კონტრარგუმენტები- ეს განცხადება, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს პრეზიდენტის მიერ, მართლმსაჯულების ე.წ. მესამე ტალღის კანონპროექტთან დაკავშირებით დადებული ვეტოს შეფასებისას გააკეთა.

ეკა ბესელია თვლის, რომ ის საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ხელმოწერაზეც გიორგი მარგველაშვილმა უარი განაცხადა, ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო იყო. მისი თქმით, კანონპროექტის გამართულობა და ეს ევროსაბჭოს ბოლო რეზოლუციამაც დაადასტურა.

„მართლმსაჯულების რეფორმა, რომელიც ემსახურება მეტი დამოუკიდებლობას, მეტ გარანტიებს, სასამართლოს მეტ საკანონმდებლო სიმყარეს, იმისთვის, რომ სამართლიანი იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესი. ეს მიზანი არის ამ პაკეტში, რომელსაც ევროსაბჭომ ბოლო რეზოლუციითაც მხარი დაუჭირა და თქვა, რომ სასამართლო რეფორმა სწორი გზით ვითარდება.

მე ვფიქრობ, რომ ის მოსაზრებები, რაც არის გამოთქმული არის ძალიან სერიოზული კონტრარგუმენტები. ვართ ახლა სწორედ ამ მსჯელობის პროცესში და საბოლოოდ მივიღებთ გადაწყვეტილებას,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიხანძარი სიღნაღის რაიონში – კულტურის სახლს ცეცხლი გაუჩნდა
შემდეგი სტატიადიდი ოდენობით ალკოჰოლური სასმელის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს