ძალადობრივი ჯგუფების ლიდერების პასუხისგებაში მიცემის მოთხოვნით ხატია დეკანოიძემ პროკურატურაში განცხადება შეიტანა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ხატია დეკანოიძემ პროკურატურაში განცხადება და ვიდეომასალა მიიტანა.

პარლამენტის დეპუტატი ითხოვს სამართლებრივი დევნის დაწყებას ყველა იმ პირის წინააღმდეგ, რომლებიც ძალადობაში მონაწილეობდნენ და რადიკალურ ჯგუფებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ.

ხატია დეკანოიძე ითხოვს გურამ ფალავანდიშვილის, კონსტანტინე მორგოშიას და ზურა მახარაძის სისხლის სამართლებლივ პასუხისმგებლობაში მიცემას.

„მხოლოდ ჩხრეკა და მტკიცებულებების ამოღება არ არის საკმარისი, სასწრაფოდ უნდა დააპატიმრონ ეს ადამიანები, კერძოდ, მე ვითხოვ მორგოშია, მახარაძე, ფალავანდიშვილის დაპატიმრებას და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას, იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რომელიც ჩვენ ყველამ ვიხილეთ“

banner
წინა სტატიაში“ალტ-ინფოს” დამფუძნებელი ზურაბ მახარაძე საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს
შემდეგი სტატიაცნობილი რუსი მომღერალი და მსახიობი პიოტრ მამონოვი გარდაიცვალა