ძალადობას ხელს არავინ შეუწყობს და არავინ მიჩქმალავს, მაგრამ პასუხისმგებლობა მათ შორის, ოპოზიციამაც უნდა აიღოს

BESELIAძალადობას ხელს არავინ შეუწყობს და არავინ მიჩქმალავს, მაგრამ პასუხისმგებლობა მათ შორის, ოპოზიციამაც უნდა აიღოს, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გადაცემა 2030-ში.

“შუალედური არჩევნები სხვაგანაც ჩატარდა, მაგრამ ძალადობა არ მომხდარა. რატომ აღმოჩნდა კონფლიქტის კერა იქ, სადაც ბოკერია და მისი ჯგუფი იყო? შეფასებას, რომ „ქართული ოცნება“ უარსესს აკეთებს, ვერავისგან მივიღებ”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, ეს იყო ის სცენარი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობდა.

“მათ ყველაფერი გააკეთეს ამ პროვოკაციის განვითარებისთვის. სამწუხაროა, რომ ამ პროვოკაციას ადამიანები წამოეგნენ. ძალადობას არ ვამართლებ, მაგრამ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. სისხლის სამართლის პროცესში მიზეზშედეგობრივი ფაქტორების გარეშე არაფრის გარკვევა არ ხდება. სამეგრელოს მოსახლეობა ძალადობრივი, რეპრესიული რეჟიმის დროს ყველაზე მეტად დაზარალდა. იქ ალბათ, ძალიან ბევრი მსხვერპლი იდგა და როცა მსხვერპლი მოძალადეებს, თუ ძალადობის არქიტექტორებს ხვდება, დაძაბულობისა და კონფლიქტის რისკი ძალიან დიდია”, – განაცხადა ბესელიამ.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლების მხრიდან მეტი სიფრთხილის გამოჩენა შეიძლებოდა.

“მართალია, მეტი სიფრთხილის გამოჩენა შეიძლებოდა, მაგრამ იქ რომ წინასწარ პოლიცია გამოჩენილიყო, ამაზე ატყდებოდა ამბავი, თუ რატომ იყვნენ პოლიციელები საარჩევნო უბანზე. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას პასუხისმგებლობა აქვს. თუმცა, რაც არ უნდა სხვაგან იშვირონ ხელი იმ მოძალადეებმა, რომლებიც არჩევნებს ამ ხელწერით ატარებდნენ, „ნაციონალური მოძრაობა“ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. ეს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს იმ პირებს, ვისაც ხელში კეტი ეჭირა თუ მუშტით ძალადობდა. არ შეიძლება, კანონს გადავაბიჯოთ, ზიანი მივაყენოთ პროცესს და ქვეყნის იმიჯს.”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიამ პრევენციულ ღონისძიებების აუცილებლობაზეც ისაუბრა.

“საერთაშორისო საზოგადოება ჩვენგან ელოდება, რომ სახელმწიფომ, რომელსაც ვალდებულება აკისრია, გამოიძიოს ფაქტი და დადგეს დანაშაულში მონაწილე პირების პასუხისმგებლობა. მეორე მხრივ, უნდა მივიღოთ სხვადასხვა ტიპის პრევენციული ღონისძიებები, რომ საარჩევნო პერიოდი ამ ტიპის პროვოკაციებისგან დავაზღვიოთ. ჩვენ ძალიან მშვიდი გარემო გვჭირდება”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრს მამუკა მდინარაძეს ურჩევს, პოლიტიკას გაერიდოს
შემდეგი სტატიაერთი კაცი მოკვდა, კი, ქართველია, ძალიან საწყენია, მაგრამ ამ დონეზე ატანა, აყვანა არ მგონია დღეს საჭირო იყოს