ნიკა მელია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრს მამუკა მდინარაძეს ურჩევს, პოლიტიკას გაერიდოს

nika melia“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრს მამუკა მდინარაძეს ურჩევს, პოლიტიკას გაერიდოს.

“ძალიან ცუდად დაიწყეთ პოლიტიკური კარიერა, ძალიან სამარცხვინოდ დაიწყეთ, ტყუილებით და ცილისწამებით და ჩემი რჩევა იქნება, სანამ მართლაც დრო არის, გაერიდოთ ამ პოლიტიკას. თქვენი საქმე არ არის ის, რასაც ახლა თქვენ აკეთებთ და თქვენ ახლა გიყენებენ რუპორად. ითხოვთ თუ არა იმ ზონდერების დასჯას, რომლებმაც ქალები, ბავშვები, კორცხელელები წიხლქვეშ გაიგდეს და დაასისხლიანეს, ითხოვთ თუ არა მათ დასჯას?”, – მიმართა მელიამ მდინარაძეს გადაცემა “არჩევანში”.

“მე ერთხელ უკვე დავაფიქსირე ჩემი აზრი, რომ ეს არის ვანდალური აქტი და ეს ადამიანები უნდა დაისაჯონ, სხვა გზა არ აქვს იმ სახელმწიფოს, რომელიც დემოკრატიის გზაზე დგას და ასეთი შემთხვევები აღარ უნდა გამეორდეს და მე პირადად ვიქნები ერთ-ერთი ინიციატორი იმისა, რომ ეს ასე მოხდეს. ბატონო ნიკა, თქვენ იმ გუნდს წარმოადგენთ, რომელსაც საერთოდ არ აქვს ასეთი განცხადებების გაკეთების უფლება”, – განაცხადა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიკორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენების ნაწილმა შინაგან საქმეთა სამინისტრო დატოვა
შემდეგი სტატიაძალადობას ხელს არავინ შეუწყობს და არავინ მიჩქმალავს, მაგრამ პასუხისმგებლობა მათ შორის, ოპოზიციამაც უნდა აიღოს