დოხაში ნავთობმომპოვებელი ქვეყნების შეხვედრის დრო გადაწიეს

დოხაში ნავთობმომპოვებელი ქვეყნების შეხვედრის დრო გადაწიეს

ნავტობიდოხაში ნავთობმომპვებელი ქვეყნების შეხვედრა, სავარაუდოდ, ნაშუადღევს გაიმართება, პროგრამაში შეტანილი ცვლილებების გამო – ამის შესახებ დელეგაციის ერთ-ერთი მონაწილე აცხადებს: „ნავთობმომპოვებელი ქვეყნების მეთაურების დელეგაცია ახლა კატარის ემირს შეხვდება (ტამიმ ბენ ხამად ალ ტანის), რომლის შემდეგაც დღის წესრიგით გათვალისწინებული შეხვედრა გაიმართება“ – აცხადებს დელეგატი, რომლის სახელიც არ ვრცელდება.
პროგრამის მიხედვით, მონაწილეთა ოფიციალური მოლაპარაკებები 08.45 წუთზე უნდა დაწყებულიყო. Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დღის წესრიგში შესწორებების შეტანა საუდის არაბეთმა მოითხოვა, მონაწილეები კი, ემირთან შემთხვევით შექმნილი სირთულეების მოსაგვარებლად წავიდნენ.
ამასობაში, კატარში ეკვადორის ელჩმა, აბისააბ ნემემ განაცხადა, რომ შეხვედრაში 18 ქვეყანა მონაწილეობს. მისი ვარაუდით, იმის ალბათობა, რომ ნავთობის მოპოვების გაყინვის შესახებ შეთანხმება შედგება, მაღალია.

banner
წინა სტატიაშინიუ-იორკ თაიმსი: აშშ, რუსეთი და ჩინეთი შეიარაღების ახალ მარათონს იწყებენ
შემდეგი სტატია“აუდიტორია 115”-ის პროტესტი შეწყდება მაშინ, როცა დავინახავთ, რომ რეალურად ცვლილებები დაიწყება