„დისტანციური სწავლების მართვის სახელმძღვანელო“ ჩატარებული კვლევის საფუძველზე შეიქმნება

„დისტანციური სწავლების მართვის სახელმძღვანელო“, როგორც სკოლის მართვის დამხმარე პროდუქტი, საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის“ ორგანიზებით და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დისტანციური სწავლების ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობის მიზნით იქმნება. სკოლის ადმინისტრატორებისათვის ის მოიაზრება, როგორც სკოლის მართვის ერთიანი გზამკვლევი პრაქტიკული რეკომენდაციებით, ინსტრუქციებით და მიზნად ისახავს ქართული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობას დისტანციური სწავლების ეფექტიანად განხორციელებაში, მასში თავმოყრილი იქნება როგორც საქართველოს, ისე უცხოური ქვეყნების საუკეთესო გამოცდილება პრაქტიკული/კონკრეტული რეკომენდაციებითა და ინსტრუქციებით.’’
ამ დროისათვის უკვე დასრულდა პროექტზე მუშაობის პირველი ეტაპი – საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონის მასშტაბით სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან, კერძძოდ კი კვლევითი სამუშაოები, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის შედეგად ადმინისტრირებისა და სასწავლო პროცესის დაგეგმვის პრობლემების, გამოწვევების, საჭიროებისა და კარგი პრაქტიკის გამოვლენის მიზნით.
კვლევაში მონაწილეობდნენ დისტანციური სწავლების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი და დისტანციურ სწავლებაში ჩართული პირები – დირექტორები, მასწავლებლები და მშობლები.
კვლევის თემატიკა მოიცავდა იმ ძირითად გამოწვევებსა და სირთულებს, რომელებიც დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის შედეგად გამოიკვეთა როგორც სკოლის ადმინისტრირების კუთხით, ისე სწავლა-სწავლების მიმართულებით.
კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულ მასწავლებელთა აბსოლუტური უმრავლესობა ზედმიწევნით ასრულებს დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებულ მითითებებს სკოლის დირექციისგან. გამოკითხულ მასწავლებელთა 85%-ს სურს დამატებითი ინფორმაციის მიღება კომპლექსური შემაჯამებელი დავალებების სპეციფიკისა და შედგენის შესახებ. მასწავლებლების 80 % -ზე მეტი აღნიშნავს, რომ სასურველია, ერთი რესურსის სახით, ხელი მიუწვდებოდეთ დისტანციური სწავლების მრავალფეროვან მეთოდოლოგიაზე, პლათფორმასა და რესურსზე, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს დისტანციური სწავლების პროცესის სწორად წარმართვას და გამარტივებას, სწავლა- სწავლების პროცესის მონაწილე პირთათვის არასტრესული გარემოს შექმნას. კვლევაში მონაწილე დირექტორებისა და მასწავლებლების 90 % – ზე მეტს სურს გაეცნოს დისტანციური სწავლების წარმატებულ მაგალითებს როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიო გამოცდილებიდან. კვლევაში ჩართულ პირთა 90% გამოკვეთს დისტანციური სწავლების პროცესში სსსმ მოსწავლეების ჩართულობის პრობლემას და სურს მეტი პრაქტიკული რეკომენდაციის მიღება საგაკვეთილო პროცესის წარმართვასა და ინდივიდუალური დავალებების შედგენასთან დაკავშირებით. დირექტორების აბსოლუტური უმრავლესობისათვის პრობლემას წარმოადგენს დისტანციური სკოლის მართვის პირობებში სასწავლო პროცესის ერთიანი სურათის დანახვა, შესაბამისად, სურს, სკოლის მართვის ადმინისტრირებისა და მონიტორინგის მიმართულებით მეტი ინფორმაციის მიღება. მშობლების 100 %- ს, მასწავლებლებისა და დირექტორების 85 %-ზე მეტს, სურთ მიიღონ რეკომენდაციები მოსწავლების ფსიქო- ემოციური ფონის და მისი მართვის შესახებ პანდემიის პირობებში. მშობლების უმრავლესობას სურს მიიღოს რჩევები ფსიქოლოგებისაგან მათი პოზიტიური როლის გაზრდის შესახებ, მხარდაჭერის კონკრეტული მექანიზმების შესახებ .
კვლევის შედეგებიდან გამომდინარე მიგნებების საფუძველზე ინტერვენციისათვის შეიქმნა სახელმძღვანელოს თემატიკა. ესენია: :
• დისტანციური განათლების არსი და თეორიული საფუძვლები;
• დისტანციური სწავლების მეთოდოლოგიური მიდგომები;
• დისტანციური სწავლების საუკეთესო პრაქტიკის მიმოხილვა – საქართველო და მსოფლიო;
• დისტანციური სწავლების ადმინისტრირების ინსტრუქცია;
• ახალი სკოლის მოდელი დისტანციური სწავლებისას;
• ონლაინ პლათფორმების და ელექტრონული რესურსების გამოყენება დისტანციური სწავლების დროს;
• არაფორმალური განათლების როლი დისტანიციური სწავლების პროცესში;
• დისტანციური სწავლების პროცესი სსსმ მოსწავლეებთან;
• ფსიქოლოგის რჩევები დისტანციური სწავლების პროცესში – გამოწვევები და ბარიერები;
• მშობლის როლი დისტანციური სწავლების პროცესში/ მოსწავლის მხარდაჭერა;
• პროფესიული განვითარების მხარდაჭერა დისტანციური სწავლების პროცესში.
სახელმძღვანელო დასრულების ეტაპზეა და იგი შინაარსობრივი თვალსაზრისიდან გამომდინარე დაეხმარება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ადმინისტრატორებს ეფექტიანად უხელმძღვანელონ ონლაინ სწავლების პროცესს. უკეთ დაგეგმონ, წარმართონ, შეაფასონ და გააუმჯობესონ სკოლაში მიმდინარე დისტანციური სწავლება. ასევე, გაეცნონ საქართველოსა და საერთაშორისო გამოცდილებას აღნიშნული მიმართულებით.
პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება.
სახელმძღვანელოს თანადამფინანსებელი და მხარდამჭერი გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდია.

banner
წინა სტატიაშიკანონპროექტი არაკონსტიტუციურია და ზღუდავს საკუთრების უფლებას – ომბუდსმენი პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტაზე
შემდეგი სტატიააფხაზეთის უმაღლესი საბჭო განაგრძობს საახალწლო ჰუმანიტარულ დახმარებას დევნილთათვის