დიმიტრი ხუნდაძე შეზღუდვების მოხსნაზე: ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მოქალაქეების ქცევაზე

გავითვალისწინეთ ის, რომ ცხელი პერიოდია და რთულია პირბადის ტარება ქუჩაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ წესის სრული იგნორირება მოვახდინოთ, – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

„დღეს საკოორდინაციო საბჭოზე საკმაოდ ხანგრძლივი მსჯელობა გვქონდა ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, შეზღუდვების მოხსნა სასიხარულოა მოქალაქეებისთვის და ასევე ტურიზმის სექტორში მომუშავე ბიზნესისთვის, მაგრამ ეპიდემიოლოგიურად ეს გარკვეულ რისკებს შეიცავს. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მოქალაქეების ქცევაზე – როცა რეგულაციები შემსუბუქებულია, ამ დროს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მინიმალური წესების დაცვა. გავითვალისწინეთ ის, რომ ცხელი პერიოდია და რთულია პირბადის ტარება ქუჩაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ წესის სრული იგნორირება მოვახდინოთ. პირბადის მოხმარება ხომ იმისთვის არ არის მხოლოდ, რომ არ დაგვაჯარიმონ. სადაც დავინახავთ რისკს – ადამიანების მაღალ სიმჭიდროვეს, გაიკეთეთ პირბადე. ჩვენი ქცევა ჩვენ თვითონვე უფრო მეტად კონტროლირებადი უნდა გავხადოთ“, – განაცხადა ხუნდაძემ.

banner
წინა სტატიაშიდავითულიანი თაკო ჩარკვიანს: მე არ მითქვამს, რომ საქართველომ დაიწყო ომი, მაგას მოაწერეს ხელი იმათ, ვისთან ერთადაც ზიხართ
შემდეგი სტატიაქუთაისში ძლიერი სეტყვა იყო