დავითულიანი თაკო ჩარკვიანს: მე არ მითქვამს, რომ საქართველომ დაიწყო ომი, მაგას მოაწერეს ხელი იმათ, ვისთან ერთადაც ზიხართ

 

„რეზოლუციის ხელმოწერის დროს იყო პოზიტიური ფაქტორები, იყო ოკუპაცია ნახსენები და საქართველოსთვის მომგებიანი მთელი რიგი სხვა საკითხები, მაგრამ იქ ისიც ეწერა, რაც არ უნდა ყოფილიყო ჩაწერილი და თქვენ მას ხელი მოაწერეთ“, – მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ბექა დავითულიანმა ნაციონალური მოძრაობის წევრ დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, ურთიერთკრიტიკა სიმართლეზე უნდა იყოს დაფუძნებული.

„სამან ამ სიმართლეებზე ვერ მოვრიგდით, ერთი სხვა რეალობაში ვიცხოვრებთ, მეორე კი სხვა რეალობაში და ასე წინ ვერ წავალთ. რეზოლუციაზე, სადაც წერია, რომ საქართველომ წამოიწყო სრულმასშტაბიანი ომი, ხელმოწერა არის ცუდი და შეცდომა, რომელიც მინიმუმ დანაშაულზე მეტია და, მოდით, ვთქვათ, რომ არის ცუდი“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა, რასაც დარბაზიდან საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლის, თაკო ჩარკვიანის რეპლიკა მოჰყვა.

„მე არ მითქვამს, რომ საქართველომ დაიწყო ომი, მაგას მოაწერეს ხელი იმათ, ვისთან ერთადაც ზიხართ. ნამდვილად სირცხვილია, როდესაც საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებას აბრალებ, გეთანხმებით“, – მიმართა თაკო ჩარკვიანს ბექა დავითულიანმა.

banner
წინა სტატიაშილარი გამყარდა – ვალუტის ოფიციალური კურსი 23 ივნისისთვის
შემდეგი სტატიადიმიტრი ხუნდაძე შეზღუდვების მოხსნაზე: ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მოქალაქეების ქცევაზე