დიმიტრი ხუნდაძე რეგულაციასთან დაკავშირებით მორიგ განმარტებას აკეთებს

„დღეს მოქმედებს, პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტი. ყველა რეგულაცია წარმოდგენილია დეკრეტის სახით. განმეორებითი დარღვევის შემთხვევისას პირველი არის საჯარიმო ანუ ადმინისტრაციული სანქცია და შემდეგ უკვე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა – სამ წლამდე, როგორც ეს დეკრეტით იყო განსაზღვრული იგივე რჩება. არაფერი იცვლება რამეთუ, დეკრეტს აქვს უპირატესი გავლენა ნებისმიერ სხვა საკანონმდებლო აქტებთან მიმართებაში. მას ეძლევა ორგანული კანონის ძალა“, – აღნიშნულის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ტვ „იმედის“ გადაცემაში „ ღია ეთერი“ განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ხუნდაძე: „ინფიცირებულთა რაოდენობა შესაძლოა იმაზე მეტი იყოს ვიდრე ჯანდაცვის სისტემას რესურსი გააჩნია“
შემდეგი სტატიათენგიზ ცერცვაძე: მთავრობამ რაღაც მეექვსე გრძნობით უნდა იგრძნოს, რომ ეს მომენტი დადგა, რომ შეზღუდვები შეამსუბუქოს