დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ბრიტანული მენეჯმენტის საკონსულტაციო, საბუღალტრო და პიარ სერვისების გამოყენება აუკრძალა

ევროკავშირის სანქციების მიღმა, დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ რუსეთს ბრიტანული მენეჯმენტის საკონსულტაციო, საბუღალტრო და პიარ სერვისების გამოყენება აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი მომსახურებები იქნება შეწყვეტილი.

ტრასმა დასძინა, რომ ეს „უკრაინაში პუტინის დამარცხებას დაეხმარება“.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაბელარუსმა ტერორისტული აქტის მცდელობისთვის სიკვდილით დასჯა შემოიღო