„დიდი სურვილი მექნებოდა, გავმიჯნოთ ორი საკითხი ერთმანეთისაგან” – ცქიტიშვილი TBC ბანკის საქმესა და ანაკლიის პორტის პროექტზე

TBC ბანკის წინააღმდეგ დაწყებულ სამართლებრივი დავასა და ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტებს შორის კავშირს ვერ ხედავს საქართველოს ვიცეპრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ “თიბისი ბანკის” საქმე კონკრეტულ საკითხზე დაწყებული გამოძიებაა.

„დიდი სურვილი მექნებოდა, გავმიჯნოთ ორი საკითხი ერთმანეთისაგან. ერთია ანაკლიის პროექტის მშენებლობა და ამ მიმართულებით, როგორც კონსორციუმის, ასევე საქართველოს მთავრობის, რამდენიმე ძირითადი სტრუქტურის მიერ აქტიური თანამშრომლობა, კომუნიკაცია და დახმარება და მხარდაჭერა ამ პროექტის. მეორე მხრივ, ის კვლევა და საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც ეხება TBC ბანკთან დაკავშირებულ გარიგებას,“ – აცხადებს მაია ცქიტიშვილი.

banner
წინა სტატიაშიმალხაზ პატარაია: ანაკლია-ძლიერი საყრდენი იქნება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დასაბრუნებლად
შემდეგი სტატიაკახა კუჭავა : ტერმინი მწვანე ხაზები ძალიან მალე გახდება პოპულარული და დაიმკვიდრებს სახელს საკანონმდებლო სივრცეში