მალხაზ პატარაია: ანაკლია-ძლიერი საყრდენი იქნება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დასაბრუნებლად

,,დაბრუნების“ თავმჯდომარე და ,,აფხაზთა კრების“ ლიდერი მალხაზ პატარაია ეხმიანება:

,,დაბრუნების“ თავმჯდომარე და ,,აფხაზთა კრების“ ლიდერი მალხაზ პატარაია ეხმიანება:“ანაკლია საქართველოსთვის არა მარტო ეკონომიკური, არამედ გეოსტრატეგიული პროექტია. უფრო ,,ლაზიკა“ მომწონს, რადგან გაცილების მეტი დატვირთვის მატარებელია ჩვენთვის. მაგრამ ამწუთას ეს არ არის იმდენად მთავარი და მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი კი იმის გააზრება გახლავთ, რომ 1453 წელს ბიზანტიის დაცემის შემდეგ მსგავსი სახისა და მასშტაბის პროექტი საქართველოს ისტორიული ფუნქციისა და როლის აღდგენის, მისი დასავლური სამყაროს ორგანულ ნაწილად ქცევის, უსაფრთხოების, სახელმწიფოებრიობის გარანტიის, ერთიანობისა და მთლიანობისათვის ჩვენში არ ყოფილა. არც ასეთი ხელსაყრელი საერთაშორისო გარემო გვქონია არასოდეს.

ეკონომიური და ინფრასტრუქტურული მნიშვნელობითაც ანაკლიის პროექტი უზარმაზარ პერსპექტივას ქმნის საკუთრივ სამეგრელოს, დასავლეთ საქართველოსა და მთელი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობისათვის, უცხოეთში ბოგანოდ ქცეული უამრავი ჩვენი თანამემამულის დაბრუნებისათვის, კულტურული და საგანმანათლებლო აღორძინებისებისათვის.

ანაკლია-ძლიერი საყრდენი იქნება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დასაბრუნებლად.

ანაკლია-ლოგიკური გაგრძელებაა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის. ჩვენი ქვეყნისათვის ისტორიული ფანჯარა იხსნება. უდიდესი დანაშაული და ღალატი იქნება ისტორიისა და მომავლის წინაშე, თუ ეს შესაძლებლობა არ გამოვიყენეთ და საკუთარი ხელით სამარცხვინოდ ჩავრაზეთ.

მტერმა რუსეთმა ეს კარგად იცის და ადგილობრივი მარიონეტების მეშვეობით შტურმი წამოიწყო პროექტის წინააღმდეგ. შეტევა თი-ბი-სი ბანკზე ხელისუფლის ვერცხლისმოყვარეობის და სიხარბის გამოვლინება არ არის მხოლოდ. სამიზნედ იქნებოდა და იქნება ამ საქმის ნებისმიერი მონაწილე, რადგან ეს არის პუტინის შეტევა საქართველოზე ჩვენი ისტორიული პერსპექტივის დასამარების მიზნით. სასხვათაშორისოდ, ზედ რუსული გაზის შესყიდვაც მოგვაყოლეს.

ღირსეულ ერსა და საზოგადოებას ასე არ ექცევიან. ღირსეული ერი და საზოგადოება ამას საკადრისად პასუხობს. ანაკლია-ლაზიკის დაცვა ეხლა ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაცვაა. მეგობრები გარედან გვეხმარებიან, მაგრამ მარტო ამით საქმეს არ ეშველება. უპირველესად ჩვენ უნდა ვივარგოთ. სულ ძმრად უნდა ვადინონოთ ეს არნახული თავხედობა მთელს ქოცელიტასა და მის ბელადს!”,-წერს აფხაზთა კრების“ ლიდერი და მოძრაობა ,,დაბრუნების” თავმჯდომარე, ადვოკატი მალხაზ პატარაია “ფესბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიირაკლი აბესაძე : „თიბისი ბანკის“ საკითხზე ძალიან ფართო საზოგადოებრივი ჩართულობა უნდა იყოს
შემდეგი სტატია„დიდი სურვილი მექნებოდა, გავმიჯნოთ ორი საკითხი ერთმანეთისაგან” – ცქიტიშვილი TBC ბანკის საქმესა და ანაკლიის პორტის პროექტზე