დიდი შვიდეულის სამიტზე ასადის იზოლაციაზე შეთანხმდნენ

დიდი შვიდეულის სამიტზე მსოფლიოს ლიდერებმა, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების კავშირთან ერთად, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმის იზოლაციას დაუჭირეს მხარი. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ეს გადაწყვეტილება, თურქეთის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, იორდანიისა და ყატარის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად მსჯელობის შემდეგ მიიღეს. ეს ქვეყნები ასადის რეჟიმის მოწინააღმდეგეები არიან, რომელთაც სირიაში 6-წლიანი სამოქალაქო ომის დასრულება სურთ.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინი სირიის რეჟიმის მიმართ დასავლეთის ბრალდებებს პასუხობს
შემდეგი სტატიადავით ნარმანია არ გამორიცხავს, რომ თბილისის მერად მეორედ იყაროს კენჭი