დიდი ოდენობით მედიკამენტების მალულად შემოტანის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლების ღონისძიებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინა, რაზეც ორ პირს ბრალი წარედგინა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათი მართვის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალებებით, საბაჟო – გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანეს დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი, რომელთა ჯამური საბაჟო ღირებულება 37 000 ლარს აღემატებოდა“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

უწყების ცნობით, დანაშაული თავისუფლების აღკვეთას 3- დან 5 წლამდე ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაში„ნუ, ჩავლენ, როცა საჭირო იქნება“ – ვოლსკის პასუხი გუგუტიანთკარელებს პრემიერის და პრეზიდენტის ჩასვლაზე
შემდეგი სტატიაშსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო