დიდი გადაადგილებები მთავრობაში – რომელ მინისტრს ხსნიან და სად გადაჰყავთ თეა წულუკიანი

მთავრობაში დიდი გადაადგილებები იგეგმება. მართალია, ამ თემაზე საჯაროდ არავინ საუბრობს, მაგრამ თსუ-ს კულუარებში უკვე კარგა ხანია დადის ხმა, რომ მალე „ცოდნის ტაძარს“ ახალი რექტორი ეყოლება და ის რუთაველის ფონდის დირექტორი ჯაბა სამუშია იქნება, თუმცა ეს არ გახლავთ მოსალოდნელი საკადრო გადაადგილებების მთავარი ინტრიგა.

მთავარი ინტრიგა ის არის, რომ განათლების მინისტრს, ჩხენკელს თანამდებობას ატოვებინებენ და მის ადგილას, აბა, თუ გამოიცნობთ, ვის ნიშნავენ? არა, ამას, დიდხანსაც რომ იფიქროთ, ვერ გამოიცნობთ. ჰოდა, რაკი ვერ გამოიცნობთ, ჩვენ გეტყვით. მოკლედ, კულუარებში გავრცელებული ვერსიით, ვინაიდან და რადგანაც კულტურა ააყვავა, თეა წულუკიანს განათლების სამინისტროს ჩააბარებენ, რადგან ქართულ განათლებასაც მწვერვალები დააპყრობინოს.

რას გააკეთებს განათლების სამინისტროში წულუკიანი, ძნელი სათქმელია, დანამდვილებით არც იმის თქმა შეიძლება, მართლა ჩაანაცვლებს თუ არა რუსთაველის საზოგადოებაში ჯაბა სამუშიას ირაკლი კობახიძის დედა, მაგრამ რადგან ხმა დადის, ესე იგი, რაღაც აუცილებად მოხდება, თანაც ცეცხლი უკვამლოდ ხომ არასოდეს ჩნდება.

ავტორი: ბერდია კალანდია

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი – ბელარუსს უკვე უნდა ჰქონდეს მიღებული დიპლომატიური ნოტა, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება მოსთხოვს, დაადასტურონ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის მთლიანობის პრინციპის პატივისცემა
შემდეგი სტატიაწყნეთის გზატკეცილის N49 ბ-ს მიმდებარედ დასასვენებელი სივრცე და სპორტული მოედანი მოეწყო